სეპარატიზმის გავლენა საქართველოს ეროვნულ და რეგიონალურ უსაფრთხოებაზე

სეპარატიზმი არის გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. იგი იმ ასიმეტრიულ საფრთხეთა შორისაა, რომელიც განსაზღვრავს რეგიონალურ და მსოფლიო პოლიტიკას. სეპარატიზმი უდიდესი საფრთხის შემცველია დღევანდელი მსოფლიო წესრიგისთვის. სეპარატისტული კერები ანტარქტიდის გარდა თითქმის ყველა კონტინენტზე გვ...

Full description

Bibliographic Details
Main Authors: ჯინჭარაძე, ანი, Jintcharadze, Ani
Other Authors: მაისაია, ვახტანგ, #PLACEHOLDER_PARENT_METADATA_VALUE#, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
Format: Master Thesis
Language:Georgian
Published: 2021
Subjects:
Online Access:https://openscience.ge/handle/1/2750
Description
Summary:სეპარატიზმი არის გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. იგი იმ ასიმეტრიულ საფრთხეთა შორისაა, რომელიც განსაზღვრავს რეგიონალურ და მსოფლიო პოლიტიკას. სეპარატიზმი უდიდესი საფრთხის შემცველია დღევანდელი მსოფლიო წესრიგისთვის. სეპარატისტული კერები ანტარქტიდის გარდა თითქმის ყველა კონტინენტზე გვხვდება და ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მასთან დაკავშირებული პრობლემები. სეპარატიზმისგან მომავალი უდიდესი საშიშროება მის ჯაჭვურ რეაქციაში მდგომარეობს. ერთ ქვეყანაში სეპარატისტული ძალების წარმატება, დიდი ალბათობით გამოიწვევს დანარჩენ ქვეყნებში სეპარატისტული განწყობების მომრავლებას, რამაც თავისუფლად შეიძლება მსოფლიო ქაოსამდე მიიყვანოს. საერთაშორისო საზოგადოება კარგად აცნობიერებს იმ საფრთხეს, რომელიც მომდინარეობს სეპარატიზმისგან. საერთაშორისო სამართალი გმობს აგრესიულ სეპარატიზმს და იცავს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპს. მოცემულ ნაშრომში შევეცადე წარმომეჩინა სეპარატიზმის უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეროვნულ და რეგიონალურ უსაფრთხოებაზე. შევისწავლე საქართველოს სეპარატისტული კერები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სახით და საერთაშორისო სამართლებრივი კუთხით შევაფასე მათი სეცესიისკენ სწრაფვის ლეგიტიმურობა. ამასთანავე განვიხილე რუსეთის, როგორც ამ პროცესებში აქტიურად ჩართული აქტორის როლი. კერძოდ, ჰუმანიტარული ინტერვენციისთვის საჭირო წინაპირობებისა და კრიტერიუმების საფუძველზე შევაფასე საქართველოში მისი სამხედრო ინტერვენციის მართებულობა. Separatism is one of the main challenges to international security. It is among the asymmetric threats, that define regional and global politics. Separatism became the greatest threat to a new world order. Separatist hotbeds are found on almost every continent except Antarctica, and many countries have problematic issues with it. The main danger of separatism lies in its domino effect. The success of separatist regions in one country can increase separatist movements in other countries, that will cause world chaos and damage international security. The international community is well aware of the threats coming from separatism. International law is against of aggressive ...